კახა კალაძე: არავის უნახავს ეს ვიდეოჩანაწერები

„მე არ ვიცი, რა ჩანაწერებზეა ზოგადად საუბარი. გუშინ საუბარი იყო, რომ ვრცელდებოდა, თუმცა არავის უნახავს ეს ვიდეოჩანაწერები... ჩემთვის ზოგადად კატეგორიულად მიუღებელია. გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს, რასთან გვაქვს საქმე. მე არ ვიცი, შეიძლება ვიღაც კონკრეტული ადამიანები რაღაცას აკეთებდნენ ამ მიმართულებით... რა თქმა უნდა, გამოძიება ალბათ ყველა კითხვას გასცემს პასუხს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის სავარაუდო გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით.