ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო 2 თებერვალს გამოვიდა ინიციატივით, დაგეგმილი მომავალი წლის ნაცვლად, საპარლამენტო არჩევნების უკვე მიმდინარე წელს ჩატარების თაობაზე.
ამ გზით მადურო იმედოვნებს, დაამარცხოს ხუან გუაიდო, მისი მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგე.
თავისი მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს, მადურომ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ასამბლეამ, რომელსაც პრეზიდენტი აკონტროლებს, უნდა მოამზადოს ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) ვადამდელი არჩევნები.
ეროვნულ ასამბლეას, რომლის თავმჯდომარეც გუაიდოა, ვენესუელის პრეზიდენტმა უწოდა „ბურჟუაზიული“.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ვენესუელაში 2020 წელს იგეგმებოდა.
შაბათს ამოიწურა ევროკავშირის მიერ ნიკოლას მადუროსათვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა. ბრიუსელმა პირობა დადო, რომ ხუან გუაიდოს აღიარებდა ლეგიტიმურ პრეზიდენტად, თუ მადურო არ გამოაცხადებდა ქვეყანაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.