კიევის სოფიის ტაძარში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის ინტრონიზაციის ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს.
მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიას, ესწრება მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია, უკრაინის ეკლესიის წარმომადგენლობა კანადიდან და აშშ-დან. ასევე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები.
ეპიფანე საზეიმო ლოცვის დასრულების შემდეგ სპეციალურ ტახტზე დაბრძანდება.
მიტროპოლიტი ეპიფანე ახალი ეკლესიის მეთაურად დეკემბერში აირჩიეს. მანამდე ის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი იყო კიევის საპატრიარქოში. დღეს მას 40 წელი უსრულდება.
6 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა კონსტანტინოპოლში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა და მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელი ტომისი გადასცა.