ილიაუნში არსებულ ვითარებაზე საჯარო დისკუსია გაიმართა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა დისკუსია ვითარებაზე, რომელიც შეიქმნა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გადააყენეს გიორგი ქადაგიძე.

საჯარო დისკუსია უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას ინიციატივით მოეწყო. მას ესწრებოდნენ, როგორც პროფესორ-მასწავლებლები ისე სტუდენტები, მათ შორის ბიზნესის სკოლის სტუდენტები.