მერის მოადგილე: თბილისში ტრამვაის კომპენსირებას დიდი ზომის ავტობუსებით ვაპირებთ

თანამედროვე ტრამვაი თბილისში (ფოტომონტაჟი)

თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძის განცხადებით, თბილისში სამწუხაროდ აღარ არსებობს ტრამვაის ინფრასტრუქტურა. ტრამვაის კომპენსირება, მისი თქმით, მოხდება დიდი ზომის, 18-მეტრიანი ავტობესებით, ხოლო დიდი დიღმიდან ცენტრის მიმართულებით დაგეგმილია მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება.

მერის მოადგილის ეს პასუხი მოჰყვა ფეისბუკის პირდაპირ ეთერში დასმულ შეკითხვას, "რას ფიქრობთ თბილისში ტრამვაის აღდგენაზე?"

თბილისის მერის, კახა კალაძის აზრით, ტრამვაის აღდგენა “რა თქმა უნდა, მისასალმებელი" იქნებოდა, მაგრამ ინფრასტრუქტურა, რომელიც თბილისში ადრე არსებობდა, მოშლილია და ახლის შექმნა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.