ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
“ყველაფერი ნათელია. მე დღეს უნდა დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობის ფორმატში პარლამენტის ტრიბუნაზე ბოლო გამოსვლა მქონდა. ჩემთვის ზღვარი წაიშალა. მე ვშიშობდი, რომ ეს ზღვარი წაიშლებოდა. მორალური ზღვარი აღარ არსებობს. "ოცნებამ" დღეს დაკარგა მორალური უპირატესობა, ვინაიდან იმ ადამიანებს დაუჭირა მხარი, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში იურიდიულად უფორმებდნენ ყველაფერს, რასაც ის ქვეყნის წინააღმდეგ ჩადიოდა”, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა 21 თებერვალს მხარი არ დაუჭირა 9 დეპუტატის მიერ წარდგენილი ცვლილებების კანონპროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებდა.