გაერო მოუწოდებს სასწრაფო დიალოგისაკენ ავღანეთის ხელისუფლებას და თალიბანს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, რომელიც ავღანეთში მშვიდობის მიღწევის წინაპირობად „სრულყოფილ შიდა დიალოგს“ მიიჩნევს, ქაბულის ხელისუფლებას და თალიბანს მოუწოდა სასწრაფო დიალოგის დაწყებისკენ.

გაეროს უშიშროების საბჭოში 7 მარტს დარიგებული ანგარიშის თანახმად, გუტერეში ამჟამინდელ ვითარებას უწოდებს „ყველაზე მნიშვნელოვან შანსს“ 17-წლიანი ომის დასრულებისთვის.

დოკუმენტში ხაზგასმულია ასევე პროგრესს, რომელსაც მიაღწიეს ყატარში მოლაპარაკების პროცესში აშშ-ის ხელისუფლებისა და თალიბანის წარმომადგენლებმა.

აქამდე თალიბები უარს აცხადებენ ავღანეთის ხელისუფლებასთან დიალოგზე, ვიდრე ქვეყანას არ დატოვებენ საერთაშორისო სამხედრო ძალები.