ბაქოში სამი კაცი დააკავეს სარვამარტო აქციაზე

აქცია ბაქოში

საპროტესტო აქციითა და სამი აქტივისტის დაპატიმრებით აღინიშნა ქალთა საერთაშორისო დღე ბაქოში, სადაც სპეცდანიშნულების რაზმმა ძალის გამოყენებით შეაჩერა მსვლელობა, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებდნენ ქალების მიმართ ძალადობას და დისკრიმინაციას.

ბაქოს მერიამ ორგანიზატორებს აქციის ჩატარების ნებართვაზე უარი უთხრა.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, დაკავებულია სამი მამაკაცი. მათ ჩამოართვეს ბანერები.