ირანის პრეზიდენტმა დაიწყო პირველი ოფიციალური ვიზიტი ერაყში

ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი ბაღდადში ჩავიდა პირველი ოფიციალური ვიზიტით - იუწყება სახელმწიფო ტელევიზია. როჰანის ვიზიტის ფონია ერაყზე აშშ-ის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა, შეამციროს კავშირები მეზობელთან.

სამდღიანი ვიზიტის დაწყებამდე, თეირანის აეროპორტში მყოფმა როჰანიმ ისაუბრა ირანსა და ერაყს შორის არსებულ "განსაკუთრებულ" ურთიერთობაზე. "ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებული ერაყთან კავშირების გაფართოებით, განსაკუთრებით ტრანსპორტის სფეროში. ვიზიტის დროს ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განვიხილავთ" - განაცხადა როჰანიმ.

ეარყი, რომელიც ვაშინგტონისგან ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას იღებს, ცდილობს დააბალანსოს ურთიერთობა აშშ-სა და ირანს შორის. ირანს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ერაყში მცხოვებ შიიტურ თემზე. თეირანი ერაყში ოფიციალურად არ არის წარმოდგენილი სამხედრო ძალით, მაგრამ მთავრობა მხარს უჭერს შიიტთა გასამხედროებულ ჯგუფებს, რომელთა რიცხვი 150,000-მდეა. აშშ-ს ერაყში 5200-მდე სამხედრო ჰყავს, რომლებიც ძირითადად საწვრთნელ და მხარდამჭერ მისიებს ასრულებენ.