საქართველოს პრემიერ-მინისტრი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი იაპონიაში.

მამუკა ბახტაძემ პირველი შეხვედრა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ტარო კონოსთან გამართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალურ ვახშამზე საუბარი იყო საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის განვითარებაზე.

ტოკიოში სამუშაო ვიზიტისას მამუკა ბახტაძე გახსნის საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმს და გამოფენას „საქართველო - ღვინის სამშობლო."