დედაქალაქის საკრებულომ, 15 მარტს, რამდენიმესაათიანი ხმაურიანი სხდომის შემდეგ დაამტკიცა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.
გენგეგმის წარმოდგენილი ვერსიას სხდომაზე მხარი საკრებულოს 37-მა წევრმა დაუჭირა. 4 წინააღმდეგ წავიდა.
თბილისის გენგეგმაზე „სითი ინსტიტუტი“ დაახლოებით სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.
ოპოზიცია გენგეგმას აკრიტიკებს, „ქართული ოცნება“ კი თბილისის ახალ კონსტიტუციას „ისტორიულს“ უწოდებს.