ბაკურიანში სასტუმრო „რეზიდენსში“ ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ცნობით ბაკურიანში, სასტუმრო "რეზიდენსში" ხანძარი ლოკალიზებულია. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

ცეცხლი შენობის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა. დამწვარია 150 კვადრატული მეტრის ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან შენობაში მყოფები გარეთ დროულად გამოვიდნენ. ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.