საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი მდებარეობდა ქალაქ ონიდან სამ კილომეტრში მდებარე სოფელ ნაკიეთში.

ინფორმაცია მიწისძვრით გამოწვეული რაიმე ზიანის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

1 აპრილს, საღამოს 3,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა საქართველოს საზღვრიდან სამ კილომეტრშიც. მიწისძვრის ეპიცენტრი დაღესტანში მდებარეობდა.