ირანში მატულობს წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი

ირანის ხელისუფლებამ კიდევ რამდენიმე ქალაქისა და სოფლის მცხოვრებლების ევაკუაციის ბრძანება გასცა წყალდიდობის საფრთხის გამო. ოფიციალური მონაცემებით, წყალდიდობას 70 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყანაში 19 მარტიდან ძლიერად წვიმს. წყალდიდობა მოხდა ასობით ქალაქსა და სოფელში. ყველაზე მეტად დაზარალდა ლორესტანის მთიანი რეგიონი და ნავთობის მწარმოებელი ხუზესტანის პროვინცია, ორივე სამხრეთდასავლეთ ირანში.