ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდი დაამყარა და ევროპის ჩემპიონი გახდა

ლაშა ტალახაძე

ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ბათუმში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე სამივე დისციპლინაში მხოლოდ ორ-ორი მისვლით (ატაცი - 208, 2018, აკვრაში - 245, 260 და ორჭიდში - 478) მსოფლიოს და ევროპის რეკორდები დაამყარა და სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

ვერცხლის მედალს კი საქართველოს ნაკრების კაპიტანი ირაკლი თურმანიძე დაეუფლა. მან 206 კილოგრამით მეორე ადგილი დაიკავა.