ჭაბუკმა ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრებს ათი ლელო გაუტანეს

საქართველოს 18-წლამდელთა სარაგბო ნაკრებმა რუსეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მასპინძელთა ნაკრები ადვილად დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებას ერთადერთი თამაშის მოგება აშორებს.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა რუს თანატოლებს ათჯერ გაუტანეს ლელო, თავად კი მხოლოდ ერთი გაუშვეს და მეტოქეს 54-ქულიანი უპირატესობით აჯობეს - 64:10.

ევროპის ჩემპიონატზე, რუსეთთან შეხვედრამდე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა გერმანიას მოუგო - 46:0.

ფინალი 20 აპრილს გაიმართება, ესპანეთის ნაკრებთან, რომელმაც ნახევარფინალში პორტუგალია დაამარცხა - 20:5.