გიორგი გახარია დავით გარეჯის შესახებ

Your browser doesn’t support HTML5

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ოკუპანტი, ეს არის რუსეთის ფედერაცია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სხვა ყველა ჩვენი მეზობელი იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ამაში არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე დიდი პოტენციალი. აქ კითხვის ნიშნები და გაჟღერებული არასწორი განმარტებები არის მაღალი რისკის შემცველი“, - განაცხადა შს მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, გიორგი გახარიამ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით. პარლამენტის სხდომაზე მას დეპუტატებმა 2 მაისს, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.