რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ზედიზედ მესამე დღეს შეიკრიბნენ აქციაზე ახალი ეკლესიის მშენებლობის გასაპროტესტებლად.
უკმაყოფილების მიზეზია მშენებლობის ადგილად ცენტრში მდებარე სკვერის შერჩევა.
გამოსვლები მიჩნეულია მორიგ საპროტესტო აქციებად, რომელთა მიზეზიც არის არა კრემლის პოლიტიკა, არამედ ადგილობრივი პროექტები.
პოლიციელებთან დემონსტრანტების დაპირისპირებისას ისმოდა შეძახილები „სირცხვილი!“, „ეს ჩვენი ქალაქია!“. მანამდე პოლიციამ და მუშებმა დაამონტაჟეს ახალი, უფრო მაღალი და სტაბილური ბარიერები სკვერის დიდი ნაწილის გარშემო. წინა დღეს დემონსტრანტებმა აიღეს და მდინარეში ჩაყარეს მშენებლობისთვის განკუთვნილი ადგილისათვის შემოვლებული კონსტრუქციის ნაწილები.
აქტივისტების შეფასებით, 15 მაისის საღამოს რამდენიმე ასეული ადამიანი მივიდა აქციაზე. ოფიციალურ პირებს არ გაუკეთებიათ განცხადება დემონსტრანტების რიცხვის შესახებ.