ქაბულში ხუთი ადამიანი დაიღუპა ავტობუსის აფეთქების შედეგად

ქაბულში, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა ავტობუსზე მიმაგრებული ბომბის აფეთქების შედეგად. ავტობუსში სამთავრობო უწყების თანამშრომლები ისხდნენ.

ბოლო დღეებში ქაბულში რამდენიმე სისხლისმღვრელი თავდასხმა მოეწყო მიუხედავად უსაფრთხოეობის გამკაცრებული ზომებისა, რომლებსაც მიმართავენ იდ ალ-ფიტრის დღესასწაულის მოახლოების გამო. ამ დღესასწაულით, რომელსაც ურაზა-ბაირამსაც უწოდებენ, მუსლიმები აღნიშნავენ რამადანის მარხვის დასრულებას.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ავტობუსში ისხდნენ დამოუკიდებელი ადმინისტრაციული რეფორმისა და სამოქალაქო სამსახურის კომისიის თანამშრომლები.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.