„დაუჯერებელია, რომ ეს საქართველოს მთავრობის და პარლამენტის პოზიციაა“, - წერს ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი ტვიტერის საკუთარ გვერდზე და "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის პოსტს აზიარებს, რომლის თანახმად შსს-ს შეუძლებლად მიიჩნია თბილისი პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარების შესაძლებლობა.
I can‘t believe that this is the opinion of government and parliament of Georgia @TamarKhulordava @MFAgovge @Georgia_In_EU @MaximEristavi @TbilisiPride https://t.co/FetAeIsjjZ
— Rebecca Harms (@RebHarms) June 2, 2019
რებეკა ჰარმსმა ტვიტერზევე მონიშნა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - თამარ ხულორდავა, რომელმაც ასე უპასუხა:
„რას გულისხმობთ? საქართველოსთან მიმართებით მსგავსი არაფერია სადარდებელი. გთხოვთ, გადაამოწმეთ ინფორმაცია. ასეთი განცხადებები აზიანებს ჩვენი დემოკრატიის იმიჯს“.
What do you mean? There is clearly nothing of the sort to worry about in Georgia. Please check your info. This type of comments are damaging for the image of a well meaning and striving democracy
— Tamar Khulordava (@TamarKhulordava) June 2, 2019
ევროპარლამენტარი პასუხად წერს, რომ მას უჭირს დაიჯეროს საქართველოს მთავრობის პოზიცია პრაიდთან დაკავშირებით, რაზეც Twitter-ის სხვა მომხმარებლები პასუხობენ, თუ რა პასუხს იღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან პრაიდის ორგანიზატორები.
As I said: I can’t believe it. And so the Ministry for Internal Affairs has not declared that they can‘t guarantee security for Tbilisi Pride?
— Rebecca Harms (@RebHarms) June 2, 2019
შოკისმომგვრელ სიმართლეს და დაუჯერებელს უწოდებენ საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებას თბილისი პრაიდის მიმართ ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, თამარ ხულორდავას მიმოწერაში ჩართული ადამიანები.
გიორგი თაბაგარი კი ფეისბუკის გვერდზე ხულორდავას პასუხს სამარცხვინოს უწოდებს და წერს:
„ნაცვლად იმისა რომ საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში ხულორდავა დაინტერესებულიყო მიმდინარე პროცესებით, ქვეყნის იმიჯის შელახვაზე ესაუბრება ევროპელ კოლეგას“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს ვერ მისცა „ღირსების მარშის“ უსაფრთხოდ ჩატარების გარანტია და მათ ღონისძიების დახურულ სივრცეში ჩატარება შესთავაზა. ეს კი, პრაიდის ორგანიზატორების შეფასებით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.