ტრამპი: ბრიტანეთი მიზანდასახულია, რომ ირანმა ვერ შეძლოს ბირთვული იარაღის შექმნა

ბრიტანეთში ვიზიტის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი და ლონდონი მიზანდასახულად იმოქმედებენ, რათა ირანმა ვერ შექმნას ბირთვული იარაღი და შეწყვიტოს ტერორიზმის მხარდაჭერა.

"იმ მწვავე საფრთხეებს შორის, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს ემუქრება, არის ბირთვული იარაღის შექმნა და გავრცელება - შესაძლოა ეს იყოს უდიდესი საფრთხე", თქვა ტრამპმა 4 ივნისს, პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. "აშშ და დიდი ბრიტანეთი მიზანდასახულად იმოქმედებენ, რათა ირანმა ვერასოდეს შექმნას ბირთვული იარაღი და შეწყვიტოს ტერორიზმის მხარდაჭერა და მასში ჩართულობა" - დასძინა მან.

ტრამპის განცხადებების ფონია გაზრდილი დაძაბულობა ირანსა და აშშ-ს შორის. ვაშინგტონი ერთი წლის წინ გამოეთიშა 2015 წელს, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს და ირანს შორის გაფორმებულ ბირთვულ ხელშეკრულებას, რომლითაც შეიკვეცა ირანის ბირთვული პროგრამა, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. როცა ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა, ტრამპმა თქვა, რომ დოკუმენტი არ შეიცავდა საკმარისად მკაცრ პირობებს საიმისოდ, რომ ირანს ვერ მიეღწია ბირთვული იარაღის შექმნისთვის. ტრამპის შეფასებითვე, დოკუმენტი არ ეხებოდა ირანის სარაკეტო პროგრამას, ან მის მიერ რეგიონში ექსტრემისტების მხარდაჭერას. მას შემდეგ ვაშინგტონმა ირანს სანქციები აღუდგინა, გაამკაცრა რიტორიკა და ახლო აღმოსავლეთში გააძლიერა სამხედრო წარმომადგენლობა. თეირანი უარყოფს მეამბოხეთა მოქმედებების მხარდაჭერას და აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო ენერგეტიკის განვითარებას ემსახურება.