მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა

მომღერალი ზურა ხაჩიძე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილედ დაინიშნა.

ის დღეიდან შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას.

ზურა ხაჩიძე ტურიზმის, კულტურის და საგანმანათლებლო მიმართულებებას უხელმძღანელებს.

როგორც გუბერნატორის მესამე მოადგილემ, ზურა ხაჩიძემ უთხრა „ინტერპრესნიუსს“, მისი მიზანი სამცხე-ჯავახეთის პოპულარიზაცია იქნება.

„ის გამოცდილება, რომელიც ჩემს სფეროში შევიძინე, დამეხმარება შევუერთდე და ხელი შევუწყო სამცხე-ჯავახეთის პოპულარიზაციას. ეს მხარე ძალიან მიმზიდველია ტურისტებისთვის და ცოტა უნდა გამოცოცხლდეს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ტურისტული პოტენციალის ათვისება და განვითარება, იქნება ეს ბორჯომში, ახალქალაქში, ვარძიაში, ასპინძაში ჩატარებული ღონისძიებები და პროექტები.

ახლო მომავალში, დაახლოებით 1 თვეში ჩემს პროექტებსაც შემოგთავაზებთ. ღია იქნება ეს ინფორმაცია და მეც ყოველთვის ღია ვიქნები ჟურნალისტებთან იქიდან გამომდინარე, რომ მეტი ყურადღება მიექცეს ამ რეგიონს და უფრო მეტად ჩაგაყენოთ საქმის კურსში,“ - განაცხადა ხაჩიძემ.

ბესიკ ამირანაშვილს უკვე ჰყავს ორი მოადგილე – შალვა ბერძენიშვილი და შოთა როსტიაშვილი.
20016 წელს ზურა ხაჩიძე „პატრიოტთა ალიანსის" მიერ ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატად იყო წარდგენილი.