ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას გორი-ცხინვალის მაგისტრალზე

გორი-ცხინვალის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ხუთი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა სოფელ ქიწნისის გადასახვევთან მოხდა, სადაც ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

დაღუპულია 37 წლის კაცი. ერთ-ერთი დაშავებული არასრულწლოვანია.

დაზარალებულები გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.