გრიგოლ ვაშაძე - "საღამოს 7 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან"

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ 21 ივნისს, გამთენიისას განაცხადა, რომ პარლამენტის წინ აქცია პარასკევს, საღამოს შვიდ საათზე განახლდება:

„არ შევწყვეტთ ჩვენ აქციებს. საღამოს 7 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან ისევ და ნახავენ რამდენი ადამიანი მოვა უკვე, იმიტომ, რომ პოლიტიკა და პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები უკვე არაფერ შუაში აღარ არიან. ეგრეთწოდებული ხელისუფლება გაფორმდა რეჟიმად და დაუპირისპირდა საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც წაართვა კონსტიტუციური უფლებები და შეურაცხყოფა მიაყენა იმას, რასაც ეს ხალხი ამდენი წელიწადია პირუთვნელად იცავს - ეს არის ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის და ეს.

ამიტომ, 7 საათზე ვიკრიბებით. ყველა ოპოზიციის ლიდერი შეთანხმებულია და გამოვიდა ის, რაც არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა. გამოვიდა ყველა მინუს ერთი და ყველა მინუს ერთი იმას კი არ ნიშნავს ყველა პოლიტიკური პარტია და მინუს ერთი. ნიშნავს მთლიანად საზოგადოება და მინუს ერთი - ეგრეთწოდებული „ქართული ოცნება“ თავისი იდიოტიზმით“.