„ქართული ოცნება“ 1 ივლისს წარმოადგენს თავის ხედვას პროპორციული არჩევნების შესახებ

საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, 1 ივლისს გამართავს საკონსტიტუციო ინიციატივა „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას.

ამის შესახებ ნათქვამია პარტიის განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს გამოაცხადა, რომ შესრულდება დემონსტრანტების მოთხოვნა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ. ამასთან, „ქართული ოცნების“ ინიციატივა ითვალისწინებს ნულოვან საარჩევნო ბარიერს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრეზენტაციაზე იწვევს პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, უცხოელ დიპლომატებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს.