თბილისში კვირას განახლდება აქცია შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით

თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან დასრულდა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც მოითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას.

მოთხოვნის მიზეზია პოლიციის მიერ, დემონსტრანტების აზრით, არასათანადო ძალის გამოყენება 20-21 ივნისის ღამეს, რის შედეგადაც დაშავდა 240-მდე ადამიანი, მათგან ზოგი მძიმედ.

საპროტესტო გამოსვლა კვირა საღამოს განახლდება, რაც პროტესტის მე-11 დღე იქნება. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ აქციები გაგრძელდება გიორგი გახარიას გადადგომამდე.