ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს

ნიკა მელია

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ნიკა მელიას საკუთარ სახლში ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა.

პროკურატურას ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი სააპელაციო სასამართლომ დაავალა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ასევე თბილისის საქალაქო სასამართლის ის გადაწყვეტილებაც, რომელიც ნიკა მელიასთვის გარკვეული ტიპის შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა.

გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, რომ პრობაციის სააგენტო ელექტრონული მონიტორინგის ტექნიკური მხარეს უზრუნველყოფს და გამოძიების მწარმოებელ ორგანოს მიაწვდის მონიტორინგის შედეგებს.