ქუთაისელი სოპრანო ვუდი ალენის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში იმღერებს

ქუთაისელი სოპრანო ვუდი ალენის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში "ჯანი სკიკკი" -ში იმღერებს.

25 წლის ცისანა გიორგაძე ლა სკალას სცენაზე გამოსვლისათვის ემზადება. რამდენიმე დღეში ის მსმენელის წინაშე ცნობილ ბარიტონ, ამბროჯიო მაესტროსთან ერთად წარსდგება.

„უკვე დავასრულეთ რეპეტიციები. სპექტაკლი 15 ივლისს გვაქვს. ეს ჩემი დებიუტია ლა სკალაში. ძალიან დიდი პატივია, რომ ვუდი ალენის დადგმულ სპექტაკლში მივიღებ მონაწილეობას. მოსწონს ჩვენი შესრულება, თუმცა, შენიშვნებიც მოგვცა. ემოციური და ამაღელვებელი განწყობა მაქვს", - ამბობს ცისანა გიორგაძე.

ცისანა გიორგაძე ლა სკალას აკადემიის კურსდამთავრებულია.