სერგი კაპანაძე „საქართველოს ევროპული გზის“ აქცენტებზე

Your browser doesn’t support HTML5

„უკლებლივ ყველა ევროპელი ლიდერი ლაპარაკობდა საქართველოს მხარდაჭერაზე, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, საქართველოს ევროპულ გზაზე, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ. ევროპული ქვეყნების დელეგაციები მონაწილეობენ ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველოს ევროპული გზა“. კონფერენცია 11 ივლისს გაიხსნა. წლევანდელი კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების მე-10 წლისთავს ეძღვნება.