ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ავიდა. "მისია შესრულებულია", - წერს საელჩო ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე სადაც მწვერვალზე გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.
საელჩომ 26 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მყინვარწვერზე ასვლას აპირებდა. ელიზაბეთ რუდი მაშინ ყაზბეგის ღირსშესანიშნაობებზე რჩევებითა და რეკომენდაციებითაც დაინტერესდა.
მას მერე რაც რუსეთმა საქართველოში პირდაპირი ფრენები გააუქმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შეუერთდა კამპანიას სახელწოდებით "გაატარე შენი ზაფხული საქართველოში". ამის შესახებ მან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა და სხვებსაც მოუწოდა საქართველოში მოგზაურობისკენ.