“დღეს, საქართველოში, გუგუტიანთკარში გრძელდება რუსული მავთულხლართების აგება. ეს სხვას არაფერს ემსახურება, თუ არა ოჯახებისთვის სირთულეების შექმნას და ადგილობრივი მცხოვრებლების გაყოფას. ეს უნდა შეჩერდეს",- წერს წვიტერზე დიდი ბრიტანეთს ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმითი.
More #Russia|n razor wire fences are going up today in #Gugutiantkari, #Georgia. They serve no purpose except to cause hardship to families and divide local communities. This has to stop. https://t.co/9xHpeboX3m
— Justin McKenzieSmith (@JustinMcKenzieS) August 15, 2019
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას განაგრძობენ ე.წ. საზღვრის გავლებას.
7 აგვისტოს დადგმულ ძელებს და მათზე 14 აგვისტოს გავლებულ ე.წ. სასაზღვრო ღობეს დღეს, 15 აგვისტოს კიდევ რამდენიმე ძელი დაამატეს.
საოკუპაციო ძალები ამ უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ გუგუტიშვილების და რაზმაძეების მიწის ნაკვეთებზე, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოაქცევენ. ძელებს მიღმა რჩება ამ ოჯახების ორი სახლიც, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნახევრად დაინგრა და იქ დღეს არავინ ცხოვრობს. ამასთან, ეს ოჯახები მიწის ნაკვეთებს ამუშავებდნენ და მოსავალი მოჰყავდათ.
გარდა ამისა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სარწყავი ნაგებობა, რომელიც წყლით ამარაგებს გუგუტიანთკარს და ახლომდებარე სოფლებს.