„დინამო არენაზე“ დაიწყო მატჩი საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისსა“ და როტერდამის „ფეიენოორდს შორის. უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ქართველი ფეხბურთელები უეფასვე გადაწყვეტილებით, მაყურებლის გარეშე ატარებენ. მკაცრი სანქციის მიზეზად ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ფაშისტური შინაარსის ბანერი დაასახელა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, „დინამო თბილისის“ ქომაგებმა ტრიბუნაზე გამოფინეს.
„დინამო თბილისმა“ უეფას სანქცია გაასაჩივრა და განმარტა, რომ ბანერი სულაც არ იყო ფაშისტური შინაარსის, მაგრამ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრას მხოლოდ ის ორმოცდაათამდე მაყურებელი ესწრება, რომლებიც „ფეიენოორდს“ ჩამოჰყვნენ თბილისში.
„დინამო არენასთან“ კლუბის რამდენიმე ათეული გულშემატკივარი მაინც შეიკრიბა და გარედან აპირებენ საყვარელი გუნდის ქომაგობას.
Your browser doesn’t support HTML5
ფეხბურთი ცარიელ სტადიონზე