„გალერია თბილისში“ ხანძარი არ დასტურდება, მეხანძრეებმა იპოვეს კვამლის წყარო

შენობიდან ადამიანების ევაკუაციის შემდეგ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა „გალერია თბილისში“ კვამლის წყარო - დამწვარი გამწოვი იპოვეს, - უთხრეს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას.

შემთხვევის გამო არავინ დაშავებულა. მეხანძრეები ადგილზე რჩებიან უსაფრთხოების მიზნით.