აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ხაჯიმბა და კვიცინია გავიდნენ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ვალერი ქვარჩია

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციური პარტიის, „ამცახარის“ ლიდერი ალხას კვიცინია.

ამის შესახებ სოხუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ვალერი ქვარჩიამ.

დე ფაქტო საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, 25 აგვისტოს ჩატარებულ ე.წ. არჩევნებში ხაჯიმბას ხმა მისცა 26,6%-მა, ხოლო კვიცინიას 24,6%-მა.

ქვარჩიას ინფორმაციით, მეორე ტური 8 სექტემბერს გაიმართება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებში სულ 9 კანდიდატი მონაწილეობდა.