ირანმა დაიწყო უახლეს ცენტრიფუგებში ურანის გაზების ჩატუმბვა, რაც მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებსა და ირანს შორის 2015 წლის მიღწეული საერთაშორისო შეთანხმების დარღვევაა.
ამის შესახებ ირანის ატომური ენერგეტიკის უწყების პრესმდივანმა, ბეჰრუზ კამალვანდიმ განაცხადა 7 სექტემბერს, ორ დღეში მას შემდეგ, რაც თეირანისგან გაისმა გაფრთხილება, რომ აპირებდა მსგავსი ნაბიჯის გადადგმას აშშ-ის პასუხად, რომელმაც ხელშეკრულება შარშან დატოვა.
კამალვანდიმ აღნიშნა, რომ თეირანი იმუშავებს ასევე ახალი ტიპის ცენტრიფუგებზე. „ასეთი რამ ახლა არ გვჭირდება, მაგრამ ახალი ტიპის ცენტრიფუგებზე მუშაობა ჩვენს დღის წესრიგში გათვალისწინებულია“, - უთხრა ირანელმა მოხელემ სააგენტო „როიტერს“.
ეს ნაბიჯები შეამცირებს დროს, რაც აუცილებელია ირანისათვის, თუ ბირთვული იარაღის შექმნისათვის საჭირო მასალების საკმარისი მარაგის შექმნას გადაწყვეტს.