ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს დეპუტატთა ხელშეუხებლობის გაუქმების შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს დეპუტატთა ხელშეუხებლობის გაუქმების შესახებ. ის ძალაში შევა 2020 წლის 1 იანვარს.

უკრაინის დეპუტატები შეიძლება დააკავონ, დააპატიმრონ და მათი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყონ უმაღლესი რადის თანხმობის გარეშე.

დეპუტატის ხელშეუხებლობის გაუქმება ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთი უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

დეპუტატებმა კენჭი უყარეს დოკუმენტის კანონპროექტს, რომელიც ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ წარუდგინა პარლამენტს. წინა მოწვევის უმაღლესს რადას, დაპირების მიუხედავად, კანონპროექტი არ განუხილავს.