„იყო თუ არა თქვენზე ზეწოლა?“ - ირაკლი სესიაშვილმა თამარ ალანიას დაუსვა შეკითხვა ე.წ. „მუხროვანის ამბოხებასთან“ დაკავშირებით

Your browser doesn’t support HTML5

„არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი“, - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თამარ ალანიამ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შეკითხვას. სესიაშვილი აცხადებს, რომ იცნობს ე.წ. „მუხროვანის ამბოხების“ საქმეს და, მისი თქმით, ეს იყო „პოლიტიკურად მოტივირებული საქმე“ და „უმძიმესი პოლიტიკური ანგარიშსწორება“ წინა ხელისუფლების მხრიდან.