სერგეი ლავროვი: ჩემთან შეხვედრას დავით ზალკალიანი ითხოვდა

Your browser doesn’t support HTML5

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მასთან შეხვედრის ინიციატივა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან, დავით ზალკალიანისგან მოდიოდა. ეს განცხადება სერგეი ლავროვმა გააკეთა 27 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ბოლო დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის პერსპექტივის შესახებ.