აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ნიუ-იორკის ნაცვლად ფლორიდა გახდა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანიამ შეიცვალეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. წყვილმა ნიუ-იორკს ამჯობინა ფლორიდა, სადაც დონალდ ტრამპის კუთვნილ გოლფის კლუბ მარ-ა-ლაგოში, პრეზიდენტი ხშირად ატარებს უქმე დღეებს.


„მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ნიუ-იორკში მილიონობით დოლარის ოდენობის როგორც შტატის, ისე ქალაქის გადასახადს ვიხდიდი, მე ძალიან ცუდად მეპყრობოდნენ როგორც ქალაქის, ისე შტატის პოლიტიკური ლიდერები“, - ტვიტერის საშუალებით ასე ახსნა დონალდ ტრამპმა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის გამოსვლის გადაწყვეტილება.

ამასთან, დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ დროის დიდი ნაწილი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სურს გაატაროს მისამართზე: პენსილვანია ავენიუ 1600-, სადაც თეთრი სახლი მდებარეობს.

დონალდ ტრამპის მიერ მუდმივი საცხოვრებელი მისამართის შეცვლას გამოეხმაურა ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო, რომელმაც განაცხადა, რომ „ტრამპი სინამდვილეში აქ არანაირ გადასახადს არ იხდიდა. ფლორიდავ, წაიყვანე, ის შენია. გზა მშვიდობისა“, - აღნიშნა ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა.