ალბანეთში 25-მდე გაიზარდა მიწისძვრით დაღუპულთა რიცხვი

სამაშველო სამუშაოები ალბანეთში

ალბანეთში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის შედაგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა იმ დროს, როდესაც მაშველები განაგრძობენ დანგრეული შენობებში მოყოლილი ადამიანების ძებნას. ალბანეთში გამოცხადებულია გლოვა და სანახევროდ არის დაშვებული სახელმწიფო დროშები.

6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, დაინგრა ასობით საცხოვრებელი სახლი. განსაკუთრებით მძიმე მდომარეობაა ალბანეთის სიდიდით მეორე ქალაქ დურესში, სადაც ათასობით ადამიანი მეორე ღამეს ათევს კარვებში და დროებით თავშესაფრად ქცეულ სტადიონებზე.