ყაზახეთში საპროტესტო აქციისას დააკავეს ათობით აქტივისტი

ყაზახეთში უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა დააკავეს ოპოზიციისა და სამოქალაქო ჯგუფების ათობით აქტივისტი, რომლებიც უფლებების დაცვას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტების ცნობით, 16 დეკემბერს, რომელიც ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღეა, დედაქალაქ ნურ-სულთანში პოლიციამ დააკავა, სულ მცირე, 50 დემონსტრანტი, ალმა-ატაში - კიდევ 40-მდე პირი.

16 დეკემბრის საპროტესტო დემონსტრაციები ასევე დაემთხვა ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმა-ატაში მასობრივი ანტისაბჭოთა დემონსტრაციების 33-ე წლისთავს და ქალაქ ჟანაოზენში ნავთობის მუშათა პროტესტზე პოლიციის მხრიდან სისხლიანი ზეწოლის მერვე წლისთავს.