არჩილ თალაკვაძე საარჩევნო სისტემაზე

Your browser doesn’t support HTML5

უშედეგოდ მიმდინარეობს დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ერთობას შორის. ხელისუფლებამ უარი თქვა ოპოზიციის ყველა შეთავაზებაზე. თუკი პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის სიტყვებით ვიმსჯელებთ, ხელისუფლება ახალ შესაძლებლობებს არსებული საარჩევნო სისტემის (შერეული სისტემის) ფარგლებში ეძებს. „ჩვენ ვიმსჯელებთ, თუ რისი გაკეთებაა დამატებით შესაძლებელი არსებული სისტემის ფარგლებში. მე ვფიქრობ, რომ არის სივრცე, სადაც შეთანხმების მიღწევა იქნება შესაძლებელი. ეს დიალოგი ემსახურება სწორედ იმას, რომ მოხდეს ყველა შესაძლებლობაზე არგუმენტების გაცვლა და მათი განხილვა“, - განაცხადა თალაკვაძემ 15 დეკემბერს, შეხვედრის დასრულების შემდეგ.