ფოტოები: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა

ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია, რომელიც 12 მილიონი ლარი დაჯდა 2018 წლის თებერვალში დაიწყო.

ბაღი გასუფთავდა ეკალ-ბარდებისა და გამხმარი ხეებისგან. დაირგო 300-მდე ახალი მცენარე.

ბაღში შენარჩუნდა დადიანების ყოფილი ორანჟერიის ნანგრევები.

პარკში მოეწყო ბილიკები და გარე განათება, შეიცვალა წყლის და საკანალიზაციო სისტემა. 

პირველი სტუმრების დაინტერესებიდან ცხადი გახდა, რომ ბაღში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი ხელოვნური ტბა გახდება. 

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს 4 ფარშევანგი თბილისის ზოოპარკმა აჩუქა.

ბაღში დაიდგა ახალი სკამები და  ნაგვის ურნები, ბოტანიკურ ბაღს სამი ახალი საპირფარეშოც დაემატა. 

ეს განახლებული სანერგეა. 

ეს კი, ბაღის ადმინისტრაციის ახალი შენობა. მებაღე-დეკორატორების, დაცვისა და ადმინისტრაციის მუშაკების ჩათვლით ბაღს საერთო ჯამში 57 თანამშრომელი ჰყავს. 

ჯერ-ჯერობით  ისტორიულ ბაღში შესვლა უფასოა, 1 თებერვლიდან კი ერთჯერადი შესვლის ფასი სავარაუდოდ 2 ლარი გახდება.