პრეზიდენტი ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძის არშეწყალებაზე

Your browser doesn’t support HTML5

სალომე ზურაბიშვილმა არ გაიზიარა წმინდა სინოდის შუამდგომლობა დეკანოზ მამალაძის გათავისუფლების თაობაზე. 6 იანვარს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ საშობაოდ შეწყალებულ 5 პირს შორის არ არის დეკანოზი გიორგი მამალაძე. „ვერ მოვნახე არგუმენტი, მით უმეტეს - შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნებოდა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.