მალხაზ მაჩალიკაშვილი: თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონდა

Your browser doesn’t support HTML5

მალხაზ მაჩალიკაშვილს სჯერა, რომ სიმართლე აუცილებლად გამოაშკარავდება და ყველა გაიგებს, რომ მის შვილს (თემირლან მაჩალიკაშვილს) ხელყუმბარა არ ჰქონდა. „სწორედ ხელყუმბარის ხსენებამ (რომ თითქოს თემირლანს ის ჰქონდა...) ჩააგდო საზოგადოება ეჭვში და შეხედა ამ საქმეს ეჭვის თვალით... ხელყუმბარა ოთახში საერთოდ არ ყოფილა, ხელყუმბარა მერე შემოიტანეს“, - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი. თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით EMC-ის პროკურატურამ 10 იანვარს ის საიდუმლო მასალები მიაწოდა, რომელზეც ორგანიზაციას უარს ორი წლის განმავლობაში ეუბნებოდნენ. ორგანიზაცია ამ ფაქტს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში დაწყებულ განხილვას უკავშირებს. EMC-ის განმარტებით, გამოკითხვის ოქმებში ბევრი რამ აძლიერებს ვერსიას, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში ხელყუმბარა არ იყო.