იაროსლავ სუმბაევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში რუსეთი საქართველოს თანხმობას ითხოვს

იაროსლავ სუბაევი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იაროსლავ სუმბაევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქართველოს თანხმობას ითხოვს. საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, საქმე ეხება გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობას.

საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრ ბასტრიკინის თანახმად, შესაბამისი დოკუმენტები უკვე გაეგზავნა გენერალურ პროკურატურას.

„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ჩვენ უნდა მივიღოთ საქართველოს თანხმობა სუმბაევისთვის შიშკინას მკვლელობის საქმეზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაზეც. სწორედ ამიტომ საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურას თანხმობის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტები გაუგზავნა“, - უთხრა ალექსანდ ბასტრიკინმა „რასისკაია გაზეტას“

საინფორმაციო ტექნოლოგიების 28 წლის სპეციალისტი იაროსლავ სუმბაევი თბილისში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს. 2019 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს ხელისუფლებამ დააკმაყოფილა მოსკოვის მოთხოვნა და იგი რუსეთს გადასცა .

რუსეთში სუმბაევს კიბერთაღლითობასთან, დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურობასა და გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობასთან აკავშირებენ.