მიხაილ მიშუსტინის და ფლობს მილიარდი რუბლის ღირებულების უძრავ ქონებას

მიხაილ მიშუსტინი

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინის და, ნატალია სტენინა, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში ფლობს უძრავ ქონებას, რომლის საერთო ღირებულება ერთი მილიარდი რუბლია. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იტყობინება ფედერალური საგადასახადო სამსახურის დახურულ ბაზაზე დაყრდნობით. სტენინას ეკუთვნის ბინა მოსკოვის ხამოვნიკის რაიონში და ელიტური უძრავი ქონება მოსკოვის ოლქში. სტენინას და პარტნიორებს ასევე ეკუთვნით შენობა მოსკოვის ცენტრში, ტვერის ბულვარზე, სადაც სტენინას წილი 140 მილიონი დოლარია.