ჰოლოკოსტის მსოფლიო ფორუმი ისრაელმა და აშშ-მა ირანზე თავდასხმებისთვის გამოიყენეს

აშშ-მა და ისრაელმა აუშვიცის (ოსვენციმის) საკონცენტრაციო ბანაკის განთავისუფლების 75-ე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები გამოიყენეს ირანზე თავდასხმისთვის. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას „პლანეტის ყველაზე უფრო ანტისემიტური რეჟიმი“ უწოდა. „მეორე ჰოლოკოსტი აღარ იქნება,“ თქვა ნეთანიაჰუმ იერუსალიმში, სადაც 40-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური შეიკრიბა. ნეთანიაჰუს თქმით, თეირანი ცდილობს შექმნას ბირთვული იარაღი და გაანადგუროს ებრაული სახელმწიფო.

ჰოლოკოსტის მსოფლიო ფორუმის წინაშე გამოსვლისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიონ“ ირანს, და მას უწოდა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ჰოლოკოსტის უარყოფა „სახელმწიფო პოლიტიკის“ რანგშია აყვანილი.

თეირანი უარყოფს, რომ ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს, ასევე ის უარყოფს ანტისემიტიზმში ბრალდებებს და აცხადებს, რომ უარყოფს ებრაულ სახელმწიფოს და მხარს უჭერს პალესტინელებს, მაგრამ პრობლემა არა აქვს ებრაელ ხალხთან, მათ შორის თავად ირანში მცხოვრებ ებრაელებთან.