პრემიერი გახარია პრეზიდენტის დაპირების შესახებ

Your browser doesn’t support HTML5

„ყველა შემთხვევაში და აი, ამ შემთხვევაშიც, გადაწყვეტილებები იქნება მიღებული კანონის შესაბამისად... ვინც არ უნდა განაცხადოს ეს, ვერავინ აუვლის გვერდს საქართველოს კანონმდებლობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ 29 იანვარს, სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებული პირობის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ. 28 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სესიაზე, რუსი კომუნისტი დეპუტატის, ლეონიდ კალაშნიკოვის შეკითხვაზე პასუხად - საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთის დელეგაციას საქართველოში შემოსვლის პრობლემები არ შეექმნება მაისში დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში, რადგან საქართველო გვერდს აუვლის კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.