საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მდინარე იორში ორი კაცის ცხედარი იპოვეს. უწყების ცნობით, ისინი მდინარეზე თევზაობდნენ და წყალში შემთხვევით ჩავარდნენ. მათი დახმარება ადგილზე მყოფმა სხვა მეთევზეებმა ვერ შეძლეს და სამაშველო სამსახური გამოიძახეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.